სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N114/01-01 02/05/2024 ბრძანებით პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე ვბრძანებ:
1) განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N 114/01-01 02/05/2024 ბრძანების შესაბამისად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 146 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;
2) დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
- მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
- თეონა თაბუაშვილი -წამყვანი სპეციალისტი; კომისიის მდივანი
- ელენე გელაშვილი –სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
- მაია კოტრიკაძე - უფროსი სპეციალისტი;
- ნაირა მახაშვილი – უფროსი სპეციალისტი;
- ირმა ჩხეიძე-– უფროსი სპეციალისტი;
- თეა ხუნდაძე-უფროსი სპეციალისტი;
- მაია ჟღენტი-უფროსი სპეციალისტი;
3) საბუთები მიიღება: 14-16 მაისი VI კორპუსი, # 107, 10:00 -17:00 სთ
4) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა ;
5) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე